Posté le 24.12.2007 par ocnebaespiore
--
Posté le 28.06.2007 par ocnebaespiore
დრო
ნებისმიერი ნაწარმოები,ლექსი თუ ჩანახატი ადამიანის ცხოვრების გარკვეულ მომენტს ასახავს.სწორედ ცხოვრების წამიერებაა ასახული მასში.თითქოს ყველაფერი ჩერდება და ირგვლივ ცხოვრებისეული სინამდვილის სურათები იხატება...თვითონ ჩანახატი.....უფრო სიტყვებით ხატვას ნიშნავს…მე ასე მგონია…..კი არ წერ,არამედ ფრაზებით ქმნი ტილოს,რომელზეც შენი ცხოვრების სინამდვილეა ასახული
ღამის საათები გაჩერდნენ
დრო,როგორ სწრაფად გარბის.ზოგჯერ ჩერდება საათი,რატომ?იმიტომ,რომ აღარ სურს წარსულის მოგონებად გადაიქცეს ლამაზი ფერებით მოხატული დღე.ზოგიერთი დღე ისეთი ბოროტებითაა გაჟღენთილი რომ დრო უკვალოდ ქრება.აი,ამბავი,რომელიც იქნება დროის დასაბამი და დასასრული.
ესპანეთში დაიწყო ეს ამბავი.პატარა ოთახში გოგონა იჯდა და ქსოვით ირთობდა თავს.დღედაღამე ქსოვდა.მისთვის დრო არ არსებობდა.მხილოდ მაშინ გაჩერდებოდა,როდესაც ღამის თორმეტ საათზე,შავოსანი მხედრები გამოაჭენებდნენ რკინით დაფარულ ცხენებს.გოგონა ერთწამს შეჩერდებოდა მზერას მიაპყრობდა ამ სურათს,შემდეგ ისევ ქსოვას აგრძელებდა.ქსოვდა რაღაც უცნაურ გამოსახულებებს.თითოეულ ორნამენტში იყო,მოლოდინის წყურვილი ჩაქსოვილი.რწმენა ჰქონდა იმის რომ მის ნამუშევარს ვიღაც ადამიანი მაინც დააფასებდა და იტყოდა"ამის გამკეთებელი უთუოდ დროის ანგელოზია."გოგონა ისევ განაგრძობდა ქსოვას.დროის იმედს არ ჰკარგავდა.
გავიდა წლები.მთელი სახლი ნაირფერი ნაქარგებით შეიმოსა,მაგრამ ყველაზე გასაოცარი ის იყო,რომ ფანჯარასთან გოგონა აღარ იჯდა,იქ უკვე წელში მოხრილი,თითებ დანაოჭებული და თეთრთმიანი დედაკაცი იყო,რომელიც აღარ ქსოვდა.ცივი სახით გასცქეროდა,გაჩერებულ ღამის საათს.
Posté le 27.06.2007 par ocnebaespiore
თეთრი სიკვდილი
საავადმყოფოს ეზო მანქანებით იყო სავსე.ხალხი აქეთ-იქით დაეხეტებოდა.მათ სახეებზე სხვადასხვაგვარი განწყობა იკითხებოდა..ერთი ფიქრებს გაეტაცა და ექიმის ხმას ვერც კი იგებდა,რომელიც ცდილობდა "ექიმისთვის დამახასიათებელი მშვიდი ტონით ეცნობებინა მისი მეგობრის გარდაცვალების ამბავი,რადგან ეს მისი მოვალეობა იყო..მაგრამ თეთრ ხალათში გამოწყობილი ექიმი ფიქრებში წასულ უცნობს "ანგელოზში ჩასახლებული ეშმაკი ეგონა,რომელსაც სურდა ტკბილი ფიქრებიდან შემზარავი რეალობით გამოეყვანა...უცნობი ბოლოს გამოერკვა და მიხვდა,რისი თქმაც უნდოდა "თეთრ ხალათში გამოწყობილ ანგელოზს"....გამოერკვა და გულში სიმძიმე იგრძნო ...სულში კი ტკივილი,რომელიც თითქოს არწივივით ფატრავდა მის არსებას.თვალებში ღრმა და განსაცვიფრებელი შავი ნისლი გამოეხატა,რომელიც უპეებს სერავდა და აშთობდა...შემდეგ ერთხანს მიწაზე დაემხო და გულისშემძვრელად "ააჟღერა ტკივილითა და სევდით გაჟღენთილი მუსიკა...ეს მუსიკა ჩემს ყურსაც მოედო..მე არ შემეძლო მისთვის შემეხედა,რადგან ჩემსკენაც მოდიოდა თეთრებში გახვეული ექთანი....მე წავბარბაცდი.და უკან წავდგი ფეხი...რაც უფრო მიახლოვდებოდა ის ჩემშიც უჩვეულო სევდა შემოდიოდა...ხელში ჩემი ერთადერთი სიყვარულის სურათი მეჭირა,რომელსაც მთელი ძალით ვუჭერდი ხელს და გულში ვიკრავდი...მისი სურათიდან საოცარი სითბო იგრძნობოდა...მართლაც დაუვიწყარი წუთები იყო ჩემს ცხოვრებაში..მეც ვერ გავიგონე ექიმის ხმა,რადგან ზუსტად იმ წუთებში მახსენდებოდა ჩვენი პირველი პაემანი,პირველი კოცნა,პირველი სამი სიტყვა,რომელმაც ჩვენი გულები დააკავშირა ერთმანეთს...ჩვენ შევფიცეთ ერთმანეთს,რომ არასოდეს დავარღვევდით იმ სიყვარულს,რომელიც გულის სიღრმიდან მოდიოდა და მთელს სხეულში იგრძნობოდა.....რადგან ორივეს გვეშინოდა მარტოობის მწარე ხვედრის...მე შენ დამპირდი.....ფიქრთა ჯაჭვი მაშინღა გაწყდა,როდესაც ყურში შემაძრწუნებელი სიტყვა გავიგონე "სიკვიდლი"...ეს სიტყვა მთელს სულსა და გულს მოედო და ერთიანად ფერფლად აქცია...მე უკანმოუხედავად გავრბოდი....რას გაურბოდი?სიკვდილს?!..არა,მე მას ვეღარ გავექცეოდი....მან ჩემი გულის ნაწილი სიყვარულთან ერთად ჩამარხა მიტოვებულ სასაფლაოზე....შენს გაციებულ სხეულს,რომელიც ეხლა საავადმყოფოს ერთ-ერთ სიძვესლისაგან გამოხრილ საწოლზე იწვა...არა?!მე მინდოდა შენი სხეულის ტკბილ სურნელზე მეფიქრა,რომელიც სულაც არ ჰგავდა იმ გათოშილ სხეულს,რომელიც მიწაში უნდა ჩაედოთ და მიწად ქცეულიყო....
ოთახს კვლავ ამჩნევია შენი კანის ვარდისფერი სურნელი...შენი ღიმილიანი სახის ჩრდილები თითქოს ჩემს ირგვლივ დაბორიალებენ....შენ შავი არ გიყვარდა...ამიტომ შენი სურათი სიყვარულის წითელ ჩარჩოში ჩავსვი და კედელზე დავკიდე...
ზოგჯერ ჩუმად ,ღამის სიჩუმეში,ფეხაკრეფით მივდივარ შენს სურათთან და სიყვარულს გიხსნი,როგორც მაშინ,პირველად,ღია ცის ქვეშ...შენ პრინცესა იყავი მე კი პატარა პრინცი,რომელმაც თეთრი რაშით მოგიტაცა და სიყვარულის ფაფუკ საბანში გაგახვია...
Posté le 27.06.2007 par ocnebaespiore
ალბათ როცა მარტო ხარ ყველაზე მეტად შენს პოეტთან გეადვილება და გეხალისება საუბარი....საუბარი ნებისმიერ თემაზე და რაღათქმაუნდა პოეზიაზე...ჩემია ზრით პოეტი ამასთანავე დიდი ფსიქოლოგიც არის... ცხოვრებისეული წდომა და სიღრმე ახასიათებს ყველა პოეტს...ყოველთვის ახალს ეძებ მის ლექსებში და როდესაც იპოვი სიხარულის წმინდა გრძნობით აღივსები ხოლმე....ჩემთვის პოეტის სამყარო თვალუწვდენელი და უკარო კოშკივით არის,რომელიც გიზიდავს და ცდილობ ამ სამყაროში შეაღწიო...მუზების სამყაროში....მიყვარს ჩემს პოეტთან საუბარი....გიორგის პოეზიაში მე ნათლად ვხედავ სიტყვის სიღრმეს,მის ჟღერადობას,რიტმს,ვნებათაღელვას,სიყვარულს....ახლახან გიორგის ახალი ლექსი წავიკითხე და ჩემში განსაკუთრებული მოგონება დატოვა:
მარტოსულები
მარტოსულები ოთახში წვანან,
როცა მსოფლიო ვისკით ერთობა.
მარტოსულები არავის ჰგავანან
და ერთმანეთშიც არ აქვთ ერთობა.
მაგიდა,სკამი,ჩუმი და ჩამი,
ამ კვირის და თვის ღამეებს დათვლის.
მტვრიანი ქუჩის ყოველი წამი,
საუკუნეა მარტოსულთათვის.
და თუ ჩაუვლი იმ ბინას ახლოს,
დახურულ ფანჯრის უთქმელ სიავეს
ერთი ღიმილიც რომ დაეჯახოს,
კვამლიან ოთახს გაუნიავებს.
ალბათ ყველა ადამიანს განუცდია მარტოობა...ყველა ადამიანში ჩაბუდებულა მარტოობის იდუმალი ფანტომი...მეც მათ შორის....ერთი ღიმილი,ერთი თბილი სიტყვა საკმარისი იქნებოდა იმისთვის რომ ადამიანმა თავი მარტოდ და მიუსაფრად არ იგრძნოს თავის.....ირგვლივ მხიარულობენ და სასმელით ზეიმობენ თავიანთი ცხოვრების აღმასვლასაც და დაცემასაც....მაგრამ მარტოსულები განსახვავებულები,განსაკუთრებულები და გამოუცნობები არიან....უბრალოდ ისინი ერთ ღიმილს და თბილ მზერას ითხოვენ....სწორედ მარტოობაა ადამიანური ტრაგიზმი....ყველაზე დაუნდობელი რამ,მაგრამ ხშირად გვიანდა მარტო დავრჩეთ ცოტა ხნით მაინც,რადგან უკვე დამძიმებული ვართ ამქვეყნიური პრობლემებითა და ბოროტებით.....
Posté le 26.06.2007 par ocnebaespiore
მინდა შემოგთავაზოთ ლიტერატურულ ჟუნალ "ჩვენ მწერლობაში"გამოქვეყნებული გიორგის რამდენიმე ლექსი,რომლებიც მართლაც არ ჩამოუარდება სხვა ლექსებს...ისინიც ისეთივე მძაფრი ვნებებით და რიტმულობით არიან მოსილები....ისეთივე მომაჯადოვებ სიმფონიას წარმოშობენ ადამიანის გონებაში...
***
გახუნონ ჟოლოვ,ალით ღამე შვან
დააქუცმაცონ ქიმები ბარდად...
გვატყუონ,ოღონდ ჩვენ არ დავეშვათ
წარმოდგენათა ჩალისფერ ფარდად.
არლეკინები,სიზიფეს ტანით,
დააგორებენ გუნდებს ნაძვებში.
მაგრამ ჩვენი ხმა,როგორც ნესტარი,
ჩარჩენილია დროის ღაწვებში.
რომც ჩამოთალოს ეს ხმა ეპოქამ,
ორპირი ბზარი გაწვება ცულში,
რადგან,ნესტარი ისიც გვეყოფა
ჩაგვიტოვია რამდენიც გულში.
Posté le 26.06.2007 par ocnebaespiore
* * *
ბასრი სიმართლე კისერს ემთხვევა,
რადგან სიზმარშიც მე ვერ ვიცრუე
და ვეღარ გეტყვი,მოდი ერთხელაც
ფურცლიდან რომ არ ჩამომიცურდე.
მოყირჭებული ცრემლების გემო.
გსურდა გეპოვნა რაღაც ახალი
და დაეძებდა ტერფების ქვემოთ,
მაგრამ ის იდგა თხემზეც მაღალი.
აფრინდებოდა ჩემში ტოროლა,
ეძნელებოდა შენება ბუდის
და ბავშობიდან სძულდა ტოლობა,
რადგან ერთმანეთს არვინ უდრის.
წამი მსდევი და წამი წინარე .
ან ტყუპისცალი ცაში ტოროლა,
არც ბუნებაში ორი მდინარე ,
არც მდინარეში ნავი ოროლა.
დაუჩეხიათ ჯალათებს ნავი,
შეუკეთიათ ცეცხლში სინაზე,
მერე რამდენი სურვილის თავი
დამცურებია გილიოტინაზე...
დავეკიდები ცას ლებნებიანს,
და ჯალათებიც არ იღლებიან
დამატარებენ ეშაფოტებზე.
Posté le 26.06.2007 par ocnebaespiore
მარტოსულები
მარტოსულები ოთახში წვანან,
როცა მსოფლიო ვისკით ერთობა.
მარტოსულები არავის ჰგავანან
და ერთმანეთშიც არ აქვთ ერთობა.
მაგიდა,სკამი,ჩუმი და ჩამი,
ამ კვირის და თვის ღამეებს დათვლის.
მტვრიანი ქუჩის ყოველი წამი,
საუკუნეა მარტოსულთათვის.
და თუ ჩაუვლი იმ ბინას ახლოს,
დახურულ ფანჯრის უთქმელ სიავეს
ერთი ღიმილიც რომ დაეჯახოს,
კვამლიან ოთახს გაუნიავებს.
Posté le 25.06.2007 par ocnebaespiore
ჩემს საიტზე როგორც უკვე იცით ხშირად ნახავთ თანამედროვე ქართველი პოეტის გიორგი გამსახურდიას ლექსებს..მისი შემოქმედებას მუდმივად თვალ ყურს ვადევნებთ და მინდა გითხრათ რომ ლიტერატურულ ჟურნალ "ჩვენ მწერლობაში"გამოქვეყნდა მისი ლექსები,რომელთაც უახლოეს მომავალში ამ საიტზეც იხილავთ....მანამდე შეგიძლიათ "ჩვენი მწერლობის"ფურცლებიდან დატკბეთ გიორგის შემოქმედებით.
Posté le 18.06.2007 par ocnebaespiore
დილა მშვიდობის ჩემო მეგობრებო....მზე კვლავ ამოიწვერა შორი მწვერვალებიდან....კვლავ განათდა დედამიწა....და სხვიბის ყვითელი ნაკადი დაეშვა დედამიწის გულისკენ
Posté le 18.06.2007 par ocnebaespiore
დილა მშვიდობის ჩემო მეგობრებო....მზე კვლავ ამოიწვერა შორი მწვერვალებიდან....კვლავ განათდა დედამიწა....და სხვიბის ყვითელი ნაკადი დაეშვა დედამიწის გულისკენ